კერამიკის სტუდიისთვის FAQ – მასტერკლასები & კურსები თბილისში
აქ ჩვენ ვპასუხობთ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს. რადგან ჩვენ ნამდვილად გვჯერა, რომ კერამიკა ყველასთვის მარტივი და სახალისო შეიძლება იყოს!
შესაფერისია დამწყებთათვის?
დიახ! ყველა ჩვენი მასტერკლასები და საბაზისო კურსები დამწყებთათვის შექმნილია, მაშინაც კი, თუ აქამდე თიხას არასდროს შეხებიხართ.
ჩვენი ოსტატები გასაგებად განმარტავენ თითოეულ ნაბიჯს და მთელი ამ ხნის განმავლობაში ახლოსაა, დაგეხმარებათ ფორმის, დეტალების და ნებისმიერი კითხვის პოვნაში.
თიხით ხომ არ დავიბინძურებ?
ცოტა თიხა არის გართობის ნაწილი, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ მოგწემთ წინსაფრებს და ყველაფერს, რაც კომფორტისთვის საჭიროა.
თუ გრძელი ფრჩხილები გაქვთ ან გსურთ, რომ სახელოები სუფთად შეინარჩუნოთ, ჩვენ გაჩვენებთ, თუ როგორ უნდა იმუშაოთ მოწესრიგებულად.
თუ უკვე გაქვთ იდეა, ჩვენ დაგეხმარებით მის განხორციელებაში.
თუ არა, ნუ ინერვიულებთ. ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ საუკეთესო ვარიანტი იმის მიხედვით, თუ რამდენი დრო გაქვთ და რა არის ყველაზე მარტივი პირველი გამოცდილებისთვის.
მოძებნეთ იდეები ჩვენს Pinterest-ზე!
როგორ ტარდება მასტერკლასი?
მოდიხართ სტუდიაში, იკეთებთ წინსაფარს და კომფორტულად სხდებით მაგიდასთან - თიხა და ხელსაწყოები უკვე გელოდებათ. ოსტატის დახმარებით ნელ-ნელა ქმნით თქვენს ნამუშევარს.
გაკვეთილის დროს შეგიძლიათ დალიოთ ჩაი ან ყავა - რომ პროცესი იყოს კიდევ უფრო თბილი და სასიამოვნო)
ბოლოს, თქვენ ირჩევთ ჭიქურის ფერს და ჩვენ ვაგზავნით თქვენს ნამუშევარს გასაშრობად შემდეგი ეტაპებისთვის.
შეგიძლიათ დაიბანოთ ხელები, წაისვათ ჩვენი ხელის კრემი და 2-3 კვირაში შეგატყობინებთ, როდესაც მზად იქნება თქვენი კერამიკა.
როდის შემიძლია ჩემი კერამიკის აღება?
ჩვეულებრივად, 2-3 კვირაში. თქვენს ნაკეთობას სრული კერამიკული პროცესისთვის დრო სჭირდება: თავდან ნელა შრება, შემდეგ იწმინდება და იხვეწება, შემდეგ გადის პირველ გამოწვაში 24 საათზე.
ამის შემდეგ, ჩვენ ვაკეთებთ მოჭიქვას და მეორე კიდევ ერთხელ ვწვავთ 24 საათი. მხოლოდ ამის შემდეგ თკვენი ნამუშევარი მზად არის და შეგატყობინებთ, რომ შეგიძლიათ წაიღოთ.
შეიძლება ჩემი გაკეთებული კერამიკას გამოყენება სუფრის ჭურჭლად?
დიახ! რა თქმა უნდა! ჩვენ სტუდიაში ვმუშაობთ მაღალტემპერატურული გერმანული თიხაზე და საკვებისთვის უსაფრთხო ჭიქურებზე, ამიტომ თქვენი ნამუშევრები უსაფრთხოა ყოველდღიური გამოყენებისთვის.
ჭურჭლის სარეცხ მანქანაში რეცხვაც შეგიძლიათ, საკვები კი მიკროტალღურშიც შეგიძლიათ გაათბოთ (უბრალოდ მოერიდეთ ტემპერატურის უეცარ ცვლილებებს და ფრთხილად იყავით - კერამიკა მაინც მყიფეა!).